Installations
Jazz Art
Portfolio
Logo Design
Book Design
Works
Photos

CV
Contact

On Facebook
On instagram
On behance

ბანკი „რესპუბლიკა“ წარმოგიდგენთ დავით ჯანიაშვილის წიგნს და ინსტალაციას "ანდაზები"
Bank Republic Société Générale Group. Présentation du livre et de l’installation de David Janiashvili
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ახალი სცენა
Kote Marjanishvili State Drama Theatre New Stage - Tbilisi 13-15.12.2014

ამ წიგნის შექმნის იდეა 2012 წელს გამიჩნდა. შემოქმედებით პროექტებში ძირითადად ბიომორფულ ფორმებს ვიყენებ და გადავწყვიტე, ჩემ მიერ შექმნილი აბსტრაქტული, მაგრამ ორგანულ ფორმებთან მიახლოებული ფორმები ისეთი წიგნის შესაქმნელად გამომეყენებინა, რომელიც საინტერესო შეიძლება იყოს ბავშვებისთვისაც და უფროსებისთვისაც. ჩემი მიზანი იყო, არაკონკრეტული, ვიზუალურ აღქმაზე „გათვლილი“ ფორმებით, შემექმნა ილუსტრაციები, რომ­ლებიც ასოციაციურ ურთიერთდამოკიდებულებაშია ანდაზების შინაარსთან. მსურს, სახალისო წიგნით ხელი შევუწყო ვიზუალურ - ასოციაციური აზროვნების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, სადაც გალერეების გარეთ არსებული, „თვალ“ - მისაწვდომი არტ ნიმუშების სიმწირეა, თავისთავად რომ ახდენენ გავლენას ვიზუალურ აზროვნებაზე. ამგვარად, წიგნს ორმაგი საგანმანათლებლო და­ნიშნულება გააჩნია: ვიზუალური, რომ წიგნმა ხელი შეუწყოს მკითხველს და დამთვალიერებელს აბსტრაქტული ფორმებით გადმოცემული იდეის ლოგიკური აზროვნებით აღქმაში; განსაკუთრებით კი, რათა თანამედროვე ხელოვნებასთან შეხებისას თვალი და გონება შეჩვეული იყოს სიახლეს. და შინაარსობრივი, მითუმეტეს, რომ ანდაზების თანმიმდევრობით დამოუკიდებლად კითხვა ხშირად დამღლელია ბავშვისთვის და ზოგჯერ უფროსისთვისაც. ამგვარი ილუსტრაციები კი, ვფიქრობ, გააღრმავებს და სახალისოს გახდის მათთან ურთიერთობას.
რა თქმა უნდა, როგორც ეს ფიქრები, ისე ნამუშევრები, ჩემ შვილებთან - დემეტრესთან და ნიკუშასთან ურთიერთობიდან აღმოცენდა.
დავით ჯანიაშვილი

C’est en 2012 que j’ai eu l’idée de créer ce livre. Dans mes projets de création, j’utilise principalement des formes biomorphiques et j’ai décidé de m’appuyer sur ces formes abstraites mais proches de celles organiques afin de donner la naissance à un ouvrage qui saurait être intéressant pour les enfants et pour les adultes. Mon objectif consistait à créer à partir des formes non-concrètes, jouant avec la perception visuelle des illustrations liées au sens des proverbes. Avec ce livre ludique, je souhaitais contribuer au développement de la réflexion visuelle et associative dans notre pays où les oeuvres d’art influençant notre perception visuelle et existant en dehors de l’espace des galeries sont rares. L’ouvrage a donc un double objectif éducatif: le côté visuel - le livre permet au lecteur de percevoir de manière logique les idées exprimées sous forme abstraite. De cette manière, il est habitué aux nouveautés lors de ses contacts avec l’art contemporain. Et le contenu - puisque la lecture consécutive et indépendante des proverbes est souvent lassante pour les enfants et même pour les adultes, ces illustrations, à mon avis, leur permettront d’accéder aux proverbes plus aisément, de façon plus ludique et approfondie. Bien entendu, toutes ces réflexions et ces oeuvres sont le fruit de mes relations avec mes enfants - Demetre et Nikusha.
David Janiashvili

ორიგინალური მუსიკა © გიო ჯანიაშვილი
MUSIQUE ORIGINALE © GIO JANIASHVILI

KJ Art BooksPhotos by Fiqria Goginashvili

KJ Art BooksPhotos by Mirian Kiladze

KJ Art BooksPhotos by David Janiashvili

KJ Art BooksPhotos by Eliso Khaindrava

KJ Art BooksPhotos by Ketevan Kintsurashvili

კიდევ მრავალჯერ დიდი მადლობა ყველას!!!

განსაკუთრებით ბავშვებს და მადლობას მოვახსენებ
ბანკ რესპუბლიკა - ჯგუფ "სოსიეტე ჟენერალს," პროექტის ფინანსური მხარდაჭერისთვის, ჩემი ჩანაფიქრის რეალობად ქცევისთვის და გვერდზე დგომისთვის!
განსაკუთრებით დიდი მადლობა კრისტიან კარმანიოლის, თეიკო კანდელაკს და თიკო ნადირაძეს!

წიგნი:
მადლობას მოვახსენებ
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას, წიგნის საუკეთესო ხარისხით დაბეჭდვისათვის!
განსაკუთრებით დიდი მადლობა გამომცემლობის დირექტორს თინა მამულაშვილს, წიგნის ბეჭდვის კოორდინატორს თათა ჩხაიძეს და დიზაინერ თიკო ბერბერაშვილს!
თამარ ლომიძეს, ფრანგული თარგმანისთვის და ფრანგული ანდაზების მოძიებისთვის!

ინსტალაცია:
მადლობას მოვახსენებ
პროექტისთვის საუკეთესო სივრცის დათმობისთვის მარჯანიშვილის თეატრს!
განსაკუთრებით დიდი მადლობა თეატრის დირექტორს ეკა მაზმიშვილს, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს ნატო ებანოიძეს, ქეთი ლებანიძეს, თამაზს, გელას, პაატას, ბექას, დათოს და მთელ შემოქმედებით ჯგუფს!
ნიკოლოზ ადუაშვილს ვიდეო-პროექციის მომზადებისთვის!
შორენა გაფრინდაშვილს, ინსტალაციის მოსამზადებელი მასალის დამუშავებისთვის და გვერდზე დგომისთვის!
თეა თელიას, ნინა ჭუჭულაშვილს, ტექნიკური კონსულტაციებისთვის!
დოდო ბახტაძეს და ჩემ მეგობრებს, ტექნიკური დახმარებისთვის!
ჩემს მეუღლეს ელისო ხაინდრავას, ინსტალაციაში ჩართული სათამაშოების შეკერვისთვის და გვერდზე დგომისთვის!
ჩემ შვილებს, ოჯახს ინსპირაციისთვის!
პროექტი მომზადდა ფრანგულ-ქართული კულტურული კავშირების გაღრმავების მიზნით და ეძღვნება ჯგუფ “სოსიეტე ჟენერალის” 150 წლის იუბილეს!


KJ Art Books
თბილისი 2015 წელი

Back to Top
Back to Porfolio